Saturday, November 6, 2010

ჯანსაღი ცხოვრების წესი


1.პროექტის სახელი: ჯანსაღი ცხოვრების წესი.
2.პროექტის მიზანი: რიცხვითი მონაცემების შეგროვების, შემდგომ მათი კვლევისა და გამოყენების, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება. ისტ–ის  საშუალებების გამოყენების უნარ–ჩვევების გამომუშავება.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად .
თითოეულ ჯგუფს დაევალება  მოიძიონ ინფორმაცია თიანეთის რაიონის სხვადასხვა სკოლაში სპორტის ცალკეულ სახეობებში დაკავებულ მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ.
მეორე ეტაპზე თვითოეული ჯგუფი ახდენს  მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის საშუალებით რიცხვითი მონაცემების დამუშავებას; მოსწავლეები შეადგენენ სიხშირეთა ცხრილებს.
მესამე ეტაპზე მოსწავლეები მოცემული სიხშირეთა ცხრილების მიხედვით ააგებენ დიაგრამებს, რომელთა მიხედვითაც ისინი დაადგენენ პროცენტულად რომელ სკოლაში უფრო მეტი მოსწავლეა ჩაბმული სპორტულ საქმიანობაში.
4.საკი: 17–18 წლის მოსწავლეები.
5. პროექტის  ხანგძლივობა: 2 კვირა.
6. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიგებენ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი ადამიანის ცხოვრებაში. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად ისინი გამოიტანენ სათანადო დასკვნებს (ისინი აუცილებლად შეამჩნევენ, რომ იმ სკოლაში სადაც მეტი მოსწავლეა ჩართული სპორტში , მეტად მეგობრული და ჯანსაღი გარემოა).
7. სარგებელი სხვებისათვის: პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება მისი პრეზენტაცია, რომელსაც მთელი სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან . ამით უფრო მეტი მოსწავლე ჩაებმება სპორტულ ცხოვრებაში, რაც მათთვის ჯანსაღ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გარემოს შექმნის.
8. სამუშაო ენა: ქართული.
9. საგანთან კავშირი: ისტ–სთან და სპორტთან კავშირი.
10. პროექტის ფასილიტატორი: ელისაბედ გოგოჭური.
11.ფასილიტატორის ელ. ფოსტა: egogochuri.
.